Skip to content
გადავედით ონლაინ რეჟიმზე
+995 595 90 88 30
|info@nergebi.ge
  • My Account

    Register
  • Cart
NERGEBI.GE | საქართველოს ნერგები Logo NERGEBI.GE | საქართველოს ნერგები Logo NERGEBI.GE | საქართველოს ნერგები Logo
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
ნაძვის ხეALEKSANDRE SHIOSHVILI2019-12-31T18:36:40+04:00

ნაძვის ხე - შობა-ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი

მარადმწვანე მცენარეები, განსაკუთრებით წიწვოვანი ხეები, ზამთრის ნაცრისფერ გარემოს განსაკუთრებით ამშვენებს. მორთული ნაძვის ხე შობა – ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე წარმოუდგენელია საახალწლო განწყობის შექმნა. განსაკუთრებით დიდი ხიბილი კი,  მორთულ  ცოცხალ ნაძვვებს აქვთ. ლამაზი მწვანე ტოტები და ტყის, სიმწვანის სურნელი, კიდევ უფრო ამძაფრებს საზეიმო განწყობას.

პირველად, მწვანე მცენარეების ინტერიერში შემოტანა ძველმა ეგვიპტელებმა დაიწყეს. საშობაოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია კი, მე-16 საუკუნის გერმანიიდან იღებს დასაბამს. პირველ ეტაპზე, მორთული ნაძვის ხე უფრო მეტად დღესასწაულის რელიგიურ ასპექტს წარმოადგენდა, ვიდრე საზეიმოს, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოდან,  მორთული მარადმწვანე ნაძვები დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცა.

საახალწლოდ, ნებისმიერი მარადმწვანე წიწვოვანი ხის მორთვაა შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ნაძვია, რომელსაც  ლამაზი ფორმა, წიწვები და არომატი აქვს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს სადღესასწაულო განწყობას.

დღესასწაულის შემდეგ, თუ ცოცხალი ნაძვის ხის ფესვთა სისტემა დაზიანებული არ არის,  უმჯობესია  გადარგოს გარეთ და კარგად მოვლის შემთხვევაში, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში გაგილამაზებთ გარემოს.

იმისთვის, რომ მარადმწვანე წიწვოვანმა ხეებმა კარგად იხარონ, პირველ რიგში, აუიცილებელია სწორად მოხდეს მისი შერჩევა. დარწმუნდით, რომ მცენარე კარგად შეეგუება თქვენ გარემოს.  დღესასწაულის დღოს, შეეცადეთ რომ ცოცხალი ნაძვი 10-14 დღეზე მეტი ხნით არ იყოს ინტერიერში, რადგან შესაძლოა დაკარგოს სიცივისამტანობა და გარეთ გადარგვის შემდეგ, ვეღარ გაიხაროს.

ინტერიერში განთავსებისას, მნიშვნელოვანია მცენარის კარგად მორწყვა, რადგან თუ ნაძვს ფესვები გამოუშრა, მცენარე ვეღარ გაიხარებს. მას შემდეგ, რაც დღესასწაულები დასრულდება და ნაძვს გარეთ გადარგავთ, პირველ ეტაპზე, საჭიროა მისი  ხშირი მორწყვა. როგორც კი, მცენარე ზრდას დაიწყებს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა წლების განმავლობაში ისიამოვნოთ მისი სილამაზით და არომატით. ცოცხალი ხე, ნერგი არა მხოლოდ დეკორატიული დეტალია თქვენი გარემოსთვის, ის  სიცოცხლის სიმბოლოა და ასოცირდება  ჯანსაღ და სუფთა გარემოსთან.

თუ გსურთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ მარადმწვანე წიწვოვან მცენარეებზე  ეწვიეთ ჩვენი კომპანიის მაღაზიებს ან  სანერგეებს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მცენარეები, რომლებიც შეგიქმნიამ ჯანსაღ და მწვანე გარემოს. „საქართველოს ნერგებში“ გთავაზობთ წიწვოვანი მცენარეების ფართო არჩევანს, როგორც ჯიშებისა და სახეობების, ასევევ ზომისა და ფორმის მიხედვით.

მთავარი მენიუ

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
     

გამოიწერეთ გვერდი

საკონტაქტო ინფორმაცია

აღმაშენებლის ხეივანი #139

Mobile: +995 595 90 88 30

Email: sales@nergebi.ge

Web: www.nergebi.ge

Copyright 2019 © NERGEBI.GE | All Rights Reserved | Powered by @shioshvili
FacebookYouTubeEmail
Toggle Sliding Bar Area