Skip to content
გადავედით ონლაინ რეჟიმზე
+995 595 90 88 30
|info@nergebi.ge
  • My Account

    Register
  • Cart
NERGEBI.GE | საქართველოს ნერგები Logo NERGEBI.GE | საქართველოს ნერგები Logo NERGEBI.GE | საქართველოს ნერგები Logo
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი
მწვანე ღობეALEKSANDRE SHIOSHVILI2019-12-31T18:34:05+04:00

მწვანე ღობე - როგორ შევიქმნათ მყუდრო გარემო ეზოში

სახლის ეზოს განსაკუთრბულ მყუდროებას და სილამაზეს ანიჭებს მარადმწვანე ბუჩქებისა და ხეების ღობე. მწვანე მესერით შესაძლებელია გამოიყოს თემატური სივრცეები და ტერიტორიები, რაც მათ მეტ მყუდროებას მიანიჭებს.

მარადმწვანე ბუჩქებისა და ხეების ღობეს შეუძლია დაიცვას თქვენი პირადი სივრცე ცნობისმოყვარე მეზობლებისგან, ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ხმაურისგან, ასევე  ძლიერი ქარისა და ნამქერისგან.  მწვანე ღობის მთავარი უპირატესობა არის შესაძლებლობა შექმნათ ჯანსაღი გარემო  და  ისიამოვნოთ ლამაზი, მარადმწვანე მცენარეებით მრავალი წლის განმავლობაში.

ღობის გაშენებამდე, მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ როგორი ღობე გსურთ და არსებული გარემოს გათვალისწინებით,  შეარჩიოთ მცენარეები. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე მესერის მოსაწყობად მიზანშეწონილია მარადმწვანე მცენარეების გამოყენება, დეკორაციას განსაკუთრებულ შტრიხებს მატებს ნარგაობაში ფოთლოვანი ხეების გამოყენება.

ღობის გაშენებისას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია განსაზღვროთ წიწვოვანი მცენარეების ღობე გსურთ თუ მარადმწვანე ფოთლოვნების. შემდეგ ჩამოყალიბდეთ რა სიმაღლის და რა ფორმის გვსურს რომ იყოს იგი და ამის მიხედვით, უნდა მოხდეს  მცენარეების  შერჩევა.

წიწვოვნების შერჩევის შემთხვევაში, ცოცხალი ღობის მოსაწყობად გამოიყენება ტუიას  ასევე, კვიპაროსის სხვადასხვა სახეობა. ამ მცენარეების ფერი და  ადვილად  ფორმირების  შესაძლებლობა, საშუალებას იძლევა საკუთარი სურვილის შესაბამისად შევცვალთ ღობის ფორმა და ზომა წლის განმავლობაში.

ფოთლოვნების შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ გთზვაზობთ კვიდოს ღობის მოწყობას. კვიდოს პრიალა ლამაზი ფოთლები ზაფხულში მწვანეა, ხოლო ზამთრის დადგომასთან ერთად ფერს იცვლის და წითლდება.

მარადმწვანე მცენარეების ცოცხალი ღობე, უდაოდ საუკეთესო საშუალებაა ლამაზი და მყუდრო გარემოს შექმნისთვის. ამასთან, ის აძლევს განსაკუთრებულ და დახვეწილ იერს თქვენ ეზოს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თუ, როგორ გააშენოთ ცოცხალი ღობე და შექმნათ ლამაზე მწვანე გარემო თქვენს ეზოში, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას „საქართველოს ნერგები“, რომელიც მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ჩვენი კომპანიის  კონსულტანტები დაგეხმარებიან მოიწყოთ თქვენთვის სასურველი მყუდრო და მწვანე  გარემო.

მთავარი მენიუ

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • სანერგე მეურნეობა
  • მცენარეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
     

გამოიწერეთ გვერდი

საკონტაქტო ინფორმაცია

აღმაშენებლის ხეივანი #139

Mobile: +995 595 90 88 30

Email: sales@nergebi.ge

Web: www.nergebi.ge

Copyright 2019 © NERGEBI.GE | All Rights Reserved | Powered by @shioshvili
FacebookYouTubeEmail
Toggle Sliding Bar Area