კომპანიის შესახებ
კომპანია„საქართველოს ნერგები“ 2012 წელს შეიქმნა და ცნობილია ხარისხიანი ნერგების ფართო არჩევანით როგორც ჯიშებისა და სახეობების, ასევე მცენარეთა ზომისა და ფორმის მიხედვით.
ნიადაგის განსხვავებული შემადგენლობის და სხვადასხვა კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაარსდა სანერგე მეურნეობები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რამაც ასევე ხელი შეუწყო, კონკრეტულ რეგიონებში არსებული კულტურების გამრავლებას და გადარჩენას.
„საქართველოს ნერგები“ საერთო ჯამში, 250 – ჰაზე მეტ ფართობზე გაშენებულ სანერგე მეურნეობებს ფლობს სუფსაში (გურია), ყვარელში (კახეთი), ლაგოდეხში (კახეთი), ნავაზში (მცხეთა-მთიანეთი), ზუგდიდსა (სამეგრელო) და თლუღში (რაჭა).
ჩვენს კომპანიას გამოყავს და მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის წიწვოვან, ფოთლოვან და დეკორატიულ მცენარეებს, ვარდების და ხეხილის ნერგების ფართო არჩევანს, ასევე ასწლოვან და იშვიათი ჯიშის მცენარეებს. აქტიურად ვმუშაობთ მცენარეთა დათსვა, დაკალმება, მყნობა, ზრდა, ფორმირების მიმართულებით.
„საქართველოს ნერგები“ დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან წამყვან იტალიურ, თურქულ, ეპანურ, ჰოლანდიურ და სხვ. სანერგე მეურნეობებთან. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს ჩვენს კომპანიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება მრავალფეროვანი სერტიფიცირებული ნერგების და მცენარეთა მოვლის საშუალებების იმპორტი.
ჩვენი კომპანიისთვის ამოსავალი წერტილია, ადგილზე გამოვიყვანოთ ყველა მცენარე და მომხმარებელს შევთავაზოთ ადგილობრივი, საქართველოს კლიმატთან და ნიადაგთან ბოლომდე ადაპტირებული ნერგები. ახლაც იმპორტირებული ნერგები ადაპტირებულია საქართველოს გარემოსთან, თუმცა მათი ადგილზე გამოყვანა მინიმუმამდე შეამცირებს ნებისმიერი ნერგის განვითარების და გაზრდის პროცესში არსებულ რისკებს.
უახლოეს მომავლში ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ ოთახის მცენარეების დიდი არჩევანს
„საქართველოს ნერგების“ მაშტაბი და მცენარეთა მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერ სეზონზე, თანამედროვე ტექნიკა და კვალიფიციური ადამიანური რესურსი ჩვენს კომპანიას საშუალებას აძლევს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-განვითარებაში.
მისია
საქართველოში არსებული გამწვანებული ფართობების ზრდა ადგილზე გამოყვანილი ნერგებით და ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს მოვლა-გაუმჯობესება. მილევადი, ან გადაშენების პირას მყოფი კულტურების აღდგენა და გამრავლება.
მიზნები
- სხვადასხვა ჯიშის ხარისხიანი ნერგების გამოყვანა და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
- ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა;
- გარემოსდაცვითი ცნობიერების ხელშეწყობა და სტიმულირება.
ღირებულებები
- ხარისხი – ხარისხიანი პროდუქციის წარმოება-რეალიზებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, რადგან ჩვენთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი
- პროფესიონალიზმი – კომპანიის ეფექტურ საქმიანობას განაპირობებს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. ყველგან და ყოველთვის შეგიძლიათ ამომწურავი და კვალიფიციური ინფორმაციის მიღება ჩვენი თანამშრომლებისგან.
- პასუხისმგებლობა – კომპანია გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება ეკოლოგია გამწვანების კუთხით არსებულ გამოწვევბსა და აქტიურადაა ჩართული მათ გადაჭრაში.